რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცეში 38 ადამიანი რჩება. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, პაციენტების უმეტესობას კლინიკური ნიშნები არ აქვს, თუმცა მათი იზოლირება აუცილებელია. გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო სივრცე 10-მდე ადამიანმა დატოვა, გუშინვე დაემატა 18 ადამიანი, ყველა მათგანი ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვიდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში დამატებითი ადგილების შექმნა არ იგეგმება.