ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებითი კლების გამო, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება იგეგმება. პირველი თებერვლიდან გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, თუმცა ყველა ასეთ დაწესებულებას ორ კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯებით თანამშრომლების ტესტირება მოუწევს. ანალოგიური ვალდებულება დაეკისრებათ ბაზრობების ადმინისტრაციასაც.
საქმიანობის უფლების სანაცვლოდ, სავაჭრო ობიექტები სპეციალურ ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ და ტესტირების შედეგები ატვირთონ. რაც შეეხება ტრანსპორტს, კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებს: მათი გახსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭომ ამ კვირაში უნდა იმსჯელოს.