მზადება პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის

თბილისი, თელავი, წინანდალი, – ღონისძიებებისთვის შერჩეული სამი ადგილი. მზადება მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის გრძელდება. რაც შეეხება სტუმრების სიას, საგარო საქმეთა სამინიტრო, – მას ამ დრომდე აზუსტებს. სამზადისის პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი, საერთაშორისო პარტნიორებისგან მილოცვებს იღებს. არჩეული პრეზიდენტი ტელეფონით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, მაიკლ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამერიკას მალე ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.