პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის საორგანიზაციო კომისია მუშაობას დღეიდან დაიწყებს. ამის შესახებ განკარგულება პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა. კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს, შემადგენლობა კი 30 პირით განისაზღვრა.
განკარგულების მიხედვით, კომისიამ ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავოს და დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს. მიმდინარე პროცესის დეტალებზე თავად არჩეულმა პრეზიდენტმაც ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ფურცელი იშლება.