ოსკარების დაჯილდოება პირველ არხზე.
კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას 24 თებერვალს შემოგთავაზებთ.
პირველი არხი მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, ლოს ანჯელესში მიმდინარე ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიას პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალი და უგულშემატკივროს თავის ფავორიტებს.
საზეიმო ცერემონიას წელს პირველად წამყვანი არ ეყოლება.
ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები გამოაცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრების და ვიდეორგოლების ჩვენებაა დაგეგმილი.