საქართველოს ქალ ხელბურთელმა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ცვლილება განხორციელდა. ფედერაციის გადაწყვეტილებით ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა კაცთა 20 წლამდე გუნდთან იმუშავებს, ხოლო ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებში ბექა ორჯონიკიძე დაინიშნა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები რუმინეთი, ხორვატია და უკრაინა იქნებიან. ფინალური ეტაპის საგზურს ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.