ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად, მეორე ტურისთვის მზადებას იწყებს „ქართული ოცნება“.
საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 16 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ხელმეორედ ჩატარდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს და ურჩევს, თავადაც ჩაერთონ საარჩევნო კამპანიის პროცესში. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და პარტნიორი ქვეყნების შეფასებების შესაბამისად ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას. იმ შემთხვევაში კი, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ შეწყვეტენ, ამას მეათე მოწვევის პარლამენტის ფუნქციონირებაზე სამართლებრივად გავლენა ვერ ექნება.