კომუნიკაციების კომისიის მიერ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული მედიაწიგნიერების ოლიმპიადისთვის მზადება მიმდინარეობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები ცდილობენ, გუნდურად შეიმუშაონ კრეატიული და ინფორმაციული პასუხი კითხვაზე, „როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას?“. მათ შორის არიან სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებიც.
ნამუშევრების მიღება 16 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც ჟიური ორ გამარჯვებულ სკოლას გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია თანამედროვე მედიალაბორატორიას მოუწყობს.