საათები რჩება ფეხბურთის ლეგენდების მატჩამდე. ქართველი ვეტერანი ვარსკვლავების გუნდი „მილანის“ ცნობილ ფეხბურთელებს შეხვდება.
თამაშს მიხეილ მესხის სტადიონი ხვალ 19:00 საათზე უმასპინძლებს. სტუმრების ნაწილი ამ წუთებში ჩამოდის. უკვე ცნობილია, რომ მილანელების რიგებში ითამაშებენ რიკარდო კაკა, რივალდო და კლარენს ზეედორფი. ქართველმა ვეტერანებმა დღეს ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში გამართეს.