მზადება კანდიდატების წარსადგენად

„სტრატეგია აღმაშენებელი“ 30 აგვისტოდან გეგმავს აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას. სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, რა კონფიგურაციით და ვისთან ერთად წარდგება პარტია არჩევნებზე. ამასთან, სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება, თუ ვინ შეიძლება წარადგინონ, ამ საკითხზე, როგორც ირკვევა, გუნდში ჯერ კიდევ მსჯელობენ.