საქართველოს ხვალ ახალი პრეზიდენტი ეყოლება. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის. დღეს თელავში გენერალური რეპეტიციაც გაიმართა. ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე ჩატარდება.
პირველად საქართველოს ისტორიაში, მოქმედი და ახლადარჩეული პრეზიდენტები ინაუგურაციაზე ერთად იქნებიან. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებს თელავის თეატრში უმასპინძლებს. მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება. სტუმრების ნაწილი უკვე საქართველოშია.