პირველი არხის მეგა-შოუს გამარჯვებული ევროვიზიაზე საქართველოს წარსადგენად ემზადება.
მუსიკალურ კონკურსს მაისში როტერდამი უმასპინძლებს. „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, თორნიკე ყიფიანი პრესტიჟულ კონკურსზე საკუთარ სიმღერას შეასრულებს. კომპოზიციის არანჟირებაზე მუშაობა დაწყებულია.