ქართული ფეხბურთის წარმატებაზე ისაუბრა დღეს თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კახა კალაძის განცხადებით, პრემიერთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. მისივე თქმით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდი შრომის შედეგია, რომელსაც ნაკრების თითოეულმა წევრმა სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია. თბილისის მერმა განცხადება გააკეთა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის საკითხზეც და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ინიციატივას ამ დრომდე არ გამოხმაურებია. დღესვე კალაძემ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისში მიმდინარე სამზადისზეც ისაუბრა. მერის განმარტებით, ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ჩვენება მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.