მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - კახა კალაძის განცხადება

ქართული ფეხბურთის წარმატება და გერმანიაში გუშინ გამართული შეხვედრა – ამ თემებზე ისაუბრა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. თბილისის მერმა განცხადება გააკეთა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენის გადაცემის საკითხზეც და სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ინიციატივას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.