საქართველო კიდევ ერთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებისთვის ემზადება.
ივნისის ბოლოდან ჩვენი ქვეყანა რუმინეთთან ერთად ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. თბილისსა და რამდენიმე დიდ ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაცია. პარალელურად, უეფას რეკომენდაციით პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებას, რომელიც ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებსა და ორგანიზაციებს საგადასახადო შეღავათებს უწესებს.
ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.