საქართველო ფეხბურთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზად არის. პრესტიჟულ სპორტულ მოვლენას ქვეყანა, უეფა-ს სტანდარტების, თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურით ხვდება. საფეხბურთო მატჩების უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად ოთხი ახალი სტადიონი აშენდა, რამდენიმე სპორტული ობიექტი კი საერტაშორიო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან და ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად დაათვალიერა. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ფეხბურთში საქართველოსა და რუმინეთში, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.