საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში დაგეგმილი ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას უკვე სრული შემადგენლობით განაგრძობს.
ვილი სანიოლის გუნდს საგურამოში ყველაზე გვიან „ლევანტეს“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა. „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავენ. 7 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.