აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, პრეზიდენტობის კანდიდატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები სულ უფრო მწვავე ხდება. ნათელისა და ბნელის დაპირისპირება – ასე აფასებს საპრეზიდენტო კამპანიას „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელზეც ამომრჩეველთა უსაფრთხოება და კეთილდღეობაა დამოკიდებული.
ქეთი ჩოხელი დეტალებით.