რისთვის ემზადება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია – მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის განცხადებამ კითხვას პოლიტიკურ დღის წესრიგში მეტი აქტუალობა შესძინა.
თემურ ჯანაშიას გუშინდელმა კომენტარმა მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია არა არჩევნებზე, არამედ რევოლუციურ პროცესებზეა გათვლილი. „ქართული ოცნებისთვის“ ამ კონტექსტში განიხილება ბოლო პერიოდში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის გააქტიურებაც. სწორედ ყოფილი პრეზიდენტის გაშვების ერთ-ერთ არგუმენტად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პოლიტიკურ წინა რევოლუციურ პროცესში მონაწილეობის უფლება დაასახელა. უკვე დღეს ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები დეპუტატ ჯანაშიას გზავნილის განმარტებას ცდილობდნენ.
სალომე ქოქაიაშვილი არკვევდა, მოიცავს თუ არა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის გეგმა პროცესების ქუჩაში გადატანის სცენარსაც.