თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიას გარშემო ოპოზიციური პარტიების ნაწილის გაერთიანებას დღეს, ექს-პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, გიორგი გახარია გამოეხმაურა. ის ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ უსუსურობაა ის, რომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელია, რომელსაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე შტურმისკენ მოწოდებას ედავებიან, ახლა მეობის კანდიდატია. ეს განცხადება გახარიამ ქობულეთში გააკეთა, სადაც მან პარტიის ახალი ოფისი გახსნა და თქვა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე დამოუკიდებლად წარდგება.