უკვე მეორედ გახანგრძლივებული ვადა ამოიწურა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და იზოლაციაში მყოფმა მოქალაქემ გამოთქვა. ცხელი ხაზის მეშვეობით დარეგისტრირებულ პირთაგან გადასატანი ყუთებით ისარგებლებენ მხოლოდ ისინი, რომელთა მიერ მითითებული მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროს ბაზებს დაემთხვევა.
რეგისტრაციის და გადამოწმების შემდეგ საავადმყოფოებში, კარანტინსა თუ იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სპეციალური სიები მომზადდება და არჩევნების დღეს ისინი ხმას სპეციალური ჯგუფების მიერ მიტანილი გადასატანი ყუთებით მისცემენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებების მიუხედავად, ინფიცირებულებისა და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების რეგისტრაციის ვადა ოპოზიციისთვის მაინც სადავოა. ცესკო-ში დღეს ხმაური იყო.