მზადება არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მსურველთა სიას, შესაძლოა, ერთი კანდიდატი დაემატოს. საუბარია ზურაბ ჭიაბერაშვილზე, რომელმაც საკუთარი პოზიციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი წერს, რომ მას პარტიაში გამაერთიანებლის როლის შესრულება შეუძლია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას არჩევნებში ჭიაბერაშვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

ამასთან, ოპოზიციურ გუნდში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. უკვე დადასტურებულია, რომ არჩევნები სრულად ელექტრონულად გაიმართება, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია კენჭისყრის თარიღი და ასევე საკითხი – საჯარო იქნება თუ არა ხმის მიცემის პროცესი. მომდევნო შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებები პოლიტსაბჭოზე უნდა დაზუსტდეს.