მზადება არჩევნების მეორე ტურისთვის. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, საზოგადოებას არა პოლიტიკოსების პარტიული საკითხები, არამედ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები და პრობლემების გადაჭრის გზები აინტერესებს. ამასთან, უმრავლესობაში ოპონენტების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს არ გამორიცხავენ.
მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს „ნაციონალური მოძრაობაც“. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა განმეორებითი კენჭისყრის შედეგებზე დიდ გავლენას მოახდენს. ცალკეული ოპოზიციური პარტიები თავიანთ მხარდამჭერებს 30 ოქტომბერს აქტიურობისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდებენ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხმები ორ დიდ პარტიას შორის თანაბრად გაიყოფა.