დღეს დილით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ასამდე წევრი და მხარდამჭერი ფოთიდან დედაქალაქში გამოემგზავრა. ისინი თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან. ოპოზიციის მხარდამჭერები იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან და საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.
,,ერთად ერთის წინააღმდეგ” – რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას უერთდებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმერეთიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ ქტივისტების ნაწილი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა. მათი თქმით, ქუთაისიდან დედაქალაში 200-მდე ადამიანი წამოვიდა.