მზადება აქციებისთვის და საკადრო გადაადგილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“

საკადრო ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ნიკა მელია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე აღარ არის. ამ პოზიციაზე ის კობა ნაყოფიამ შეცვალა. გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი გახდა. ცვლილებებია თბილისის ორგანიზაციაშიც. სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს პარტიის ლიდერები არჩევნების შემდეგ საჭირო განახლების აუცილებლობით და ბრძოლის უფრო ეფექტური ტაქტიკის შემუშავების საჭიროებით ხსნიან და არც იმას მალავენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს მათი მუშაობის მიმართ პრეტენზიები აქვთ. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამომავლო ბრძოლის სტრატეგიაზეც იმსჯელეს. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მთავარ ამოცანებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას აცხადებს.

გიორგი კობერიძემ მოისმინა პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებები.