მზადება 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის

ცესკო 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას აგრძელებს. ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის საოპერაციო სასაწყობე სივრცეში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ხორციელდება ხმის მთვლელი აპარატების დიაგნოსტირება და პროგრამული გამართვა, რის შემდეგაც მომზადდება ტრანსპორტირებისთვის. ცესკო-ს ლოგისტიკის გუნდი კი ახორციელებს აპარატების დისტრიბუციას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების სასაწყობე სივრცეებში. პროცესი მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, შეფერხებების გარეშე.