დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან გორშიც. დილიდან გორის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყობა. მოქალაქეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული საქართველოსა და უცხოეთში წარმოებული სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. ხვალ გორში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას წარმოადგენს. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არაერთ სახალისო აქტივობაში – მათ ადგილზე დახვდებათ თემატური ინსტალაციები, ციფრული კუბი, საბავშვო გასართობი სივრცეები, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენები.