საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება – თავისუფლების მოედანზე ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მზადაა სპეციალური ადგილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილისთვის – წვევამდელები ფიცს ამჯერადაც ქვეყნის მთავარ მოედანზე დადებენ. ოფიციალური ნაწილის დასასრულს კი, „ჩაკრულოს“ ფონზე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სადემონსტრაციო გადაფრენას შეასრულებს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება წელს ქვეყნის 18 ქალაქში გამოიფინება. რაც შეეხება გალაკონცერტს – მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხის 1 000-მდე წარმომადგენელი მიიღებს.
დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მარიკა შალიკაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში, რომელიც თავისუფლების მოედანზე იმყოფება.