მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხმის მიცემის ფორმებზე მსჯელობა გრძელდება. ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ინიციატივას, რომ ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა ემიგრანტებმა ხმის მიცემა არა ელექტრონულად, არამედ ონლაინ შეძლონ, დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და ის რისკები განმარტა, რაც ამ ინიციატივას თან ახლავს.