ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ მწყემსი, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა.
შემთხვევა 13 ივნისს მოხდა. მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. არსებული ინფორმაციით, მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა უახლოეს მომავალში მოხდება. სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეების ინფორმაციით, მათ ინფორმაცია მეორე მწყემსმა მიაწოდა.