მწვავე პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი შეცვალა.

უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებმა ტრიბუნა 28 ოქტომბრის შესაფასებლად და ერთმანეთის მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენეს.

ურთიერთბრალდებების ფონზე დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც პარლამენტის ვიცე-სპიკერს დეპუტატებისთვის შენიშვნების მიცემა მოუხდა.

მწვავე დებატების დროს აქტიურობდნენ „საქართველოს პატრიოტებიც“, რომლებიც სხდომაზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს მოღალატეობრივ რეჟიმად მოიხსენიებდნენ.