მწვავე დებატები ეუთო-ში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტზე, რეზოლუციის მიღებას წინ მწვავე დებატები უძღოდა. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდნენ და საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციას მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების დაცვის სურვილით ხსნიდნენ.

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ევროპელ პარტნიორთა მხრიდან საკმაოდ მწვავე პასუხი მიიღო. არაერთი ქვეყნის წარმომადგენელმა დამსწრეებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და უკრაინის წარმომადგენლები. მათ მოუწოდეს რუსეთს, ერთხელ მაინც მოიქცეს, როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორი და ხელი შეუწყოს აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობის დამყარებას.