ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისის დაძლევა ვერ ხერხდება.
ლევან ხაბეიშვილის მიერ ნიკა მელიას გარიცხულად გამოცხადების შემდეგ, თავმჯდომარეს საკრებულოებში უპირისპირდებიან. რამდენიმე საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ და პარტიაში ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ოპოზიციონერი დეპუტატები შექმნილ მწვავე კრიზისზე მთელ პასუხისმგებლობას ახალ მენეჯმენტს აკისრებენ და გამოსავალს მხოლოდ პოლიტსაბჭოს პარიტეტულ საწყისებზე დაკომპლექტებაში ხედავენ. მოქმედი თავმჯდომარისადმი მთავარი პრეტენზია ერთი წლის წინ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობას უკავშირდება.
ხაბეიშვილის გუნდი ბრალდებებს არ იღებს და 2025 წლამდე შიდა არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.
თათია მაყაშვილმა მოისმინა დაპირისპირებული ფლანგების პოზიციები.