გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონკურსი „მწვანე ჯილდო 2023“ გაიმართა. გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადასცა.
„მწვანე ჯილდო – სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023“ – თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ნათია მუმლაძემ მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო – გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023“ – გორის მუნიციპალიტეტის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ასმათ ლეჟავამ. კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა.