საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა რუმინეთში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში, მიმდინარე, რიგით მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალზე საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის დელეგაციებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ გამართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი შეფასდა როგორც პერსპექტიული და ტექნიკურ – ეკონომიკურად განხორციელებადი. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმს. მინისტერიალზე ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომელიც 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს.