გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ საზეიმო გახსნა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან.
პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადდებიან და საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური მოდელების შესამუშავებლად გაიგზავნებიან.