გურამ მეგრელიშვილის წიგნის „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ პრეზენტაცია

მწერალ გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნის „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ პრეზენტაცია.

მხატვრული ლიტერატურა გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა და მისი პრეზენტაცია არაორდინალურ გარემოში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ და მეტროს გვირაბში მოეწყო.

ავტორის თქმით, წიგნი საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.