მუზეუმი ღია ცის ქვეშ – უძველესი ნივთები, რომლებიც სოფელ კაპნისთავის ცენტრშია გამოფენილი. ღია მუზეუმი ადგილობრივების მიერ შეგროვებულ, წინაპრებისგან შემორჩენილ უნიკალურ ექსპონატებს მოიცავს. კაპნისთავი აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული მარშრუტია, შესაბამისად, კაპნისთავის მუზეუმს პანდემიამდე დამთვალიერებელიც ბევრი ჰყავდა.
საუკუნოვანი ნივთები მერაბ წულუკიძის რეპორტაჟში ნახეთ.
მოამბე