ხელოვნების სასახლეში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღმოსავლური კოლექციების გამოფენით აღინიშნა. ასევე ჩატარდა გიორგი კალანდიას კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც ქართულ, ინგლისურ და იაპონურ ენებზე გამოიცა და 100-ზე მეტ ნივთს აერთიანებს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო. თეა წულუკიანმა მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას მუზეუმის საერთაშორისო დღე და ახალი გამოფენის გახსნა მიულოცა.