უკვე წლებია, აჭარაში მოქმედ 30 მუსლიმურ პანსიონში ბავშვებს ტრადიციული ისლამის იდეოლოგიით ზრდიან. აქ ბავშვები საჯარო სკოლებში გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოდიან – სწავლობენ ყურანს და უფროსი ასაკის მოსწავლეები, მოწვეულ პედაგოგებთან ერთად, საუნივერსიტეტო გამოცდებისთვისაც აქვე ემზადებიან. ბავშვების ნაწილი შაბათ-კვირასაც პანსიონში ატარებს.
მერაბ წულუკიძე ხულოს მუსლიმურ სასწავლებელს ეწვია, რომელიც 10 წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს. აქ მცხოვრები ბავშვები ხულოს სოფლებიდან განათლების მისაღებად რაიონულ ცენტრში არიან ჩამოსულები.