კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება.
საღამოები 16, 17 და 18 ოქტომბერს ჩატარდება. ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით ბათუმის ტელე ფორმატის ფესტივალში, ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.