თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. მსმენელის წინაშე ფესტივალის დამფუძნებელი, ქართველი პიანისტი, ელისო ვირსალაძე წარსდგა. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა და მას „ქება ვაზისა“ უწოდა. 2010 წელს კი ფესტივალი თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ფესტივალი 29 სექტემბერს დასრულდება.