თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიება ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე საფესტივალო ორკესტრთან ერთად წარდგა. ერთკვირიანი პროგრამა კონცერტებთან ერთად, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებთან გამართულ მასტერკლასებსა და გამოფენებსაც აერთიანებდა. თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.