თელავში მუსიკის მორიგი დღესასწაულისთვის ემზადებიან.
საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ელისო ვირსალაძემ გასული საუკუნის 80-ინ წლებში დაარსა, წელს მსმენელს ოცდამეცხრამეტედ შეკრებს. წლევანდელი ფესტივალი, პირველი ქართველი მუსიკოსი ქალის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება. მსმენელის წინაშე ქართველ მუსიკოსებთან ერთად, მოწვეული უცხოელი შემსრულებლები წარდგებიან. ფესტივალი 30 სექტემბერს ელისო ვირსალაძის კონცერტით დაიხურება.