თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მეორმოცე, საიუბილეო სეზონი დაიხურა.
ღონისძიებაზე, მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით წარდგნენ. შესრულდა რიმსკი-კორსაკოვის სიმფონიური სუიტა „შეჰერეზადე“ და შუმანის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის. ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 21 სექტემბერს გაიხსნა, ექვსი კონცერტი გაიმართა, ასევე ჩატარდა მასტერკლასები და „საუბრები მუსიკაზე“, ახალგაზრდა მსმენელისთვის კი თელავის ისტორიულ მუზეუმში წარადგინეს მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“.