ელისო ვირსალაძის დაფუძნებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. პირველ საღამოს მსმენელის წინაშე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ლაურეატები – ალექსეი შადრინი უკრაინიდან და სტელა ჩენი ამერიკიდან, წარდგნენ. მასტერკლასები, საუბრები მუსიკაზე და კონცერტები პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.