მუსიკალური ტურნე

ახალგაზრდა პიანისტმა,  დავით ალადაშვილმა კლასიკური მუსიკის კონცერტი ენგურის ხიდზე გამართა.

ღონისძიებას ის ადამიანებიც დაესწრნენ, რომლებიც ამ ხიდით აფხაზეთში გადადიან. დავით ალადაშვილის მუსიკალური ტურნე, – „პიანინო“, – კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით ტარდება. მუსიკოსმა ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურა და 50-მდე კონცერტი ჩაატარა.

ტურნეს დასკვნითი კონცერტი 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართება.