ბორჯომში „მუსიკალური საღამოების“ ფარგლებში, კონცერტი გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში არაერთი გასართობი აქტივობა გაიმართა. საღამო კი ნოდარიკო ხუციშვილისა და ჯგუფი „შერეკილების“ კონცერტით დასრულდა. მანამდე კი კოსტავას სკვერში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, გაიმართა ფერადი და მხიარული კარნავალი.
ანალოგიური ღონისძიებები გაიმართა ასპინძასა და ახალციხეშიც.