სამოცდაათიანი წლების შემდეგ, კულტურის სამინისტრომ პირველად სახელმწიფო კონსერვატორიასა და 12 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა.
პროექტზე ჯამში შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი, მათ შორის უკვე გადაეცათ მუსიკოს ხვიჩა მაღლაკელიძეს, თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს და ორ სახელოვნებო სკოლას. თბილისის კონსერვატორიაში, სამი ძველი როიალის ახლით ჩანაცვლება მოხდა. სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.