თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადებიან.
„უვერტიურა“, – ასე ჰქვია დავით ევგენიძის ახალ პროექტს, რომელიც ქართველი კომპოზიტორების კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. პროექტში 40-მდე მუსიკოსია ჩართული. ფესტივალი პანდემიის დროს შეიქმნა და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაცია ხვალ, თბილისის მერიის ვებ-გვერდზე გაიმართება. პარალელურად ფესტივალის ტრანსლაცია ევროპის სამოც ქვეყანაში მოხდება.